Sunday, October 23, 2011

ბავშვობა (სოგნატორე N.ioseliani)

 

აგვისტოს ერთ მშვენიერ დილას მე მოვევლინე ქვეყანას...
ერთი პატარა ხუჭუჭთმიანი გოგონა ვიყავი...უდარდელი ... არანაირი ფიქრი არ მაწუხებდა გარდა იმისა, ხვალ რომ ვითამაშებდით რა თავგაგასავალი მერგებოდა...
დილით დედიკოს კოცნა მაღვიძებდა ..
. ღამე ტელევიზორის წინ ჩაძინებულს მამიკოს მივყავდი და მისი კოცნა მაძინებდა...
დედა საბანს მაფარებდა, ისიც მაკოცებდა..
. ყოველი დღე  ასე იწყებოდა და მთავრდებოდა..
შემდეგ მიმიყვანეს ორსართულიან საშუალო ზომის შენობაში სადაც ბავშვები ან ტირილით მიდიოდნენ ან ღიმილით .
როცა დილა თენდებოდა ჩემი და ყოველთვის ტიროდა ''არ წამიყვანოთ ბაღშიიი'' და მე კი კარებთან მოუთმენლად ვიდექი და ბოლოს ვიწყებდი , ტირილს '' წამიყვანეთ ბაღში '' .. და როცა მიმიყვანდნენ დედიკოს მაგრად ჩავეხუტებოდი და ჩემთვის ჩემს პატარა კუთხეში თამაშს ვიწყებდი.
.როცა სახლში ვბრუნდებოდი ბაბუასთან ერთად, ეზოში შევირბენდი და იქ ვაგრძელებდი თამაშს..
.ვეთამაშებოდი ყველას და ყველაფერს ..
. ცხოვრების ნაზი და ფაფუკი ფერები ყოველთვის მეთამაშებოდნენ..
.მზის სხვები მიღიმოდნენ...
ნიავი კი დაჭერობანას თამაშობდა ჩემთან ერთად..გავითვლიდით...და ვიწყებდით....
გავრბოდი გავრბოდი შოოორს...ნიავი კი ნაზად მიჭერდა...
მზის სხივები თვალს მადევნებდნენ ...
მინდორი და ხეები კი მიცავდნენ...რისგანნნ...ვისგაან....მაგრამ  მიცავდნეეენ ყველაფრისგაან...
როცა დავიღლებოდი დაგაგორდებოდი ხოლმე მინდორო და აჩქარებულ გულს მზეს მივუშვერდი...
ნიავი მაინც არ ისვენებდა და შემეთამაშებოდა ხოლმეე...
მეც მოუსვენარი ბავშვი ახლადდაღლილი გულით წამოვხტებოდი და ისევ გავიქცეოდი..ნიავი კი ისევ გამომეკიდებოდა...
ხან რა ... ხან რა...
ზოგჯერ დედაშვილობანას ვთამაშობდით... მზე დედა იყო ..მამა მთვარე რომელიც სახლში გვიან მოდიოდა... შვილები კი მე და ბუნება ...
ნიავი კი ყოველთვის ჩემს მეგობრად რჩებოდა... ბავშვობის მეგობრად ...  რომელსაც ჩემი ყოველთვის ესმოდაა ... 
მიყვარდა ბუნება ... მასთან თამაში ... მისი ფერებიი...მისი სხივები...
ყველაფერი რაც მას ეკუთვნოდა...მეც მას ვეკუთვნოდი...მეც მისი შვილი ვიყავიი..
როცა ძლიერ დავიღლებოდი და მინდორს დავაგორდებოდი .. ცაში ავიხედებოდი და ჩუმად ჩემს გულში ვიწყებდი თამაშს...
ცაზე ფითქინა ღრუბლებში ხან რას ვხედავდი ხან რას ... მერე ოცნებას ვიწყებდიი ...
და ღრუბლებში სირბილს ... ბავშვური ბედნიერებით...
როგორ ლამაზობდა ყველაფერი ... ცოცხლობდა...
ჩემი ბავშვური თვალით ბედნიერობდა ...
შემიყვარდა ოცნება , ფიქრები .... და ვიქეცი მეოცნებე რომანტიკოსად ...
დროსთან ერთად იცვლებოდა ყველაფერიი... ბავშვობის ნაზი ფერები ცვდებოდა ...
როცა წლები გადიდოდა და მე მინდორზე დავგორდებოდი...ცას ავხედავდი და ღრუბლები..
ისევ ისეთი ფითქინა , სიცოცხლით აღსავსე აღარ იყო..
ცოტახნით თუღა ვასწრებდ იმასთან თამაშს რომ უცბად დაიქუხებდა და ცა ტიროდა ...
მეც უცბად წამოვხტებოდი ჩანთას ხელს დავავლებდი და სახლში გავრბოდი..
დღის ღრუბლები ღამისამ შეცვალა...
ღამე არ ქუხდა , ღამე მშვიდად ეძინა . ცა არ ტიროდა ...
მეც მინდორს დავაგორდებოდი და ვარსკვლავების ბედნიერად ციმციმს შევყურებდი ..
ვოცნებობდი და ნელნელა ოცნებაში ვიზრდებოდი...
ვიზრდებოდი და ბავშვობის ფერები მკრთალდებოდა..ხუნდებოდა...ვხვდებოდი რომ ისე აღარ ვთამაშობდი...ისე აღარ ვიქცეოდი ... ისე აღარც ვოცნებობდი და აღარც ვფიქრობდი ...
სხვა ვხდებოდი .
თითქოს ჩემთან ერთად ყველა შეიცვალა ...
ის ბავშვური ბედნიერება ტკივილმა შეცვალა ... ტკივილმა რომელსაცც ადამიანები მტკენენ ...
მაგრამ მეგობარმა არ მიმატოვა ...
ნიავი ჩემთან იყო პატარა თუ ღრმა ტკივილში ... მენიავა ... ცრემლები გამიშროო...და მითხრა ...'' ვითამაშოთ მე ისევ დაგიჭერ...''
ისევ ჩემთან იყო ...
ღამე იყოო და ბავშვობის წლების მერე პირველად ღამით ...როცა ვარსკვლავებით ვთამაშობდი ნიავთან ერთად ვირბინე ... გული დავქანცე...და დავცალე...
თავისუფალი და ძლიერი კი მომავლის ბედნიერ ტკივილს ველოდები.
ველოდები და ვიცი ახლა ჩემთვის ღრმა ტკივილი...დიდიხნის შემდეგ მკრთალ მოგონებად ბავშვობის თამაშად გამახსენდება...
და მაშინ როცა კიდევ ერთხელ მეტკინება ...
მე გავიზარდე...
ბედნიერება იყო ჩვენს თამაშში ''დედა'', ტკივილი კი ''მამა '' ..მე კი ორივეს გაზრდილიორივეთი შეძენილი...
ერთი ხუჭუჭთმიანი მეოცნებედჩარომანტიკოსებული გოგონა ვარ .... 

2 comments:

  1. ჩემი ნაწილი ხარ,მიყვარხარ და მიხარიხარ

    ReplyDelete