Sunday, October 23, 2011

ფერები და თეთრი პალიტრა..

   ხანდახან ხდება ასე…და ხანაც ისე …
და მაინც ისეა თუ ასე,
მე მაინც ვიღიმი ….
ვიღიმი ….იმიტომ რომ ცხოვრება უფრო ლამაზი ხდება,
ვიღიმი იმიტომ რომ ოცნებების მჯერა
და 
ისევ ჩავრომანტიკოსდები…
ისევ ჩუმად, ჩემთვის … 
ხშირად ვეუბნები ჩემს თავს
”გაიღიმე ყველაფრის და მიუხედავად ცხოვრება ხომ მაინც მშვენიერია” და 
უცბად … ისმის კითხვა ..
”ცხოვრება მშვენიერია ? მაშინ რატომ გიჩნდება სურვილი უთხრა შენს თავს ყოველივე ეს..” 
და ვხვდები რომ ეს უბრალოდ ფრაზაა რომელიც მშველის…
მშველის იმაში, რომ ცხოვრების მუქ ფერებს ჩავანაცვლო ბედნიერების ნათელი ფერები…
რომელიც ჩემი ოცნებების ხატვაში შემომელია…  
ბედნიერების ფერებს ვიზოგავ… და მუქს ვუმკლავდები… 
რომდემდე მეყოფა ოცნებურიფერები…
როდემდე გავძლებ…
აარც კი ვიცი ..
მაგრამ მე მასულდგმურებს…
ჩემს ოცნებებს ალამაზებს…
აცოცხლებს…
ასუნთქებს…
და ხდის უფრო მეტად ფაფუკს…
ოცნებურადჩარომანტიკოსებული ფერები, მხოლოდ მაშინ გამიმრავლდება…
მხოლოდ მაშიინ…
როდესაცც მუქი ფერები,
წითლად შეღებილი გულის ტკვენას დაასრულებს…
მხოლოდ მაშინ .. 
მაშინ როცა ფრენას შევძლებ… 
მაშინ როცა, ავიღებ ფუნჯს და თეთრ პალიტრაზე დავხატავ ნახატს,
რომელშიც არ იქნება გრძნობა ტკივილი…
და ნახატს დავხატავ … 
სიყვარულისფერებში … 
ჩემთვის ჩუმად…
                                                         avt. ნ.იოსელიანი .(sognatore) 

No comments:

Post a Comment