ისე უმოქმედოდ ვარ…რა ვქნა არ ვიცი…
რაც მინდა რომ ვქნა შეუძლებელია…
რაც ხელმისაწვდომად მეჩვენება ისიც გაქრაა…ფანქარი საშლელი და ერთი თეთრი ქაღალდი მინდა…რომ გრძნობები ვხატოო…
მაგრამ თეთრი ფურცლის გარდა არაფერი ჩანს…
ფრენაც მინდა … თუმცა არც ამის ბედნიერება ჩანს..
რა კარგად გავფრინდებოდი…
მაღლა ჩემი გონების მისაწვდომზე მაღლა…
სადაც არავინ იქნებოდა..გარდა იმისა ვინც მაფრენდა ..
ოო..როგორ ვიფრენდიი..
ბევრს ტრიალ…მინდორზე…ძალიან ბევრს…
გავიქცეოდი მერე უცბად ჩავკოტრიალდებოდი.
მინდოოორს…დავაწვებოდიი…
და ჩემი ბავშვობის თამაშს გავიხსენებდიი …
როგორ მიყვარდაა…
მწვანე ტრიალი მინდორი და ლურჯი ცა, თეთრი ქათქათა ღრუბლებით…
ეხლაც მიყვარს…
არა უფრო მეტი …ალუბრისფრად მიყვარს….
ვიფრენდი…მაფრენდა…სიყვარულისფრად მაფრენდა.
თუმცა…ჯერ შორს ვართ…
არც ფრენაოცნებაში…
არც ფანქარი ოცნების კოპლებით…
არც საშლელი შემაოცნებელი…
არც თეთრი ფურცელი…თეთრი ოცნებით…
მხოლოდ ფიქრები…გრძნობები…რომელსაც ხატვის მაგივრად ვწერ :)))
avt. ნ.იოსელიანი .(sognatore)

No comments:
Post a Comment