Sunday, October 23, 2011

თეთრი ქვა …

   მაშინ როცა მზე ჩადიოდა , მაშინ როცა სხივები ძალას კარგავდა…
მე ვიდექი ზღვის ნაპირთან და ავიღე ერთი , დიდი ლამაზი ქვა….
სურვილი ჩავუთქვი,
სურვილად მომავალი ავირჩიე , რომელიც ჩემი ფანტაზიის უცხო ფერებით იქნებოდა მოხატული.
სურვილში მთავარი გმირიც ავირჩიე , რომელიც ჩემი ფანტაზიის ლამაზი და მსხვილი ფერებით დახატავდა ჩემი ოცნების ნახატს , რომელშიც მხოლოდ მე და ის ვიქნებოდით …
თუმცა სურვილად კონკრეტული გმირი არ ჩამითქვამს..
ალბათ იკითხავთ რატომ …
იმიტომ , რომ იგი არ არსებობს…
ყოველშემთხვევაში დღეს .. შეიძლება ხვალ იარსებოს..
ხო , მართლა იმ თეთრ კენჭში იცით კიდევ რა ჩავაოცნებე ?
კიდევ ერთი დიდი თეთრი ქვა ,
საღამო , მზის ჩასვლა , თბილი სხივები , ლამაზი ტალღები და კიდევ ერთი დიდი ქვა , თეთრი ქვა , თეთრი სურვილით
და
მე მოვუყვებოდი მას იმ საღამოს და ვეტყოდი ,
რომ იმ საღამოს როცა მე ზღვის ნაპირზე ერთი დიდი თეთრი ქვა ვისროლე ,
იმ თეთრი ქვით მე ჩემს ოცნებაში ჩავუთქვი ის ,
                                                და მე ამიხდა …
და დღეს მე შენ ამიხდი ... 
    avt. ნ.იოსელიანი .(sognatore) 

No comments:

Post a Comment