Wednesday, March 28, 2012

The end

დავიწყებულო ბლოგო.. დღეს ბოლოჯერ ვწერ.. და დავტოვებ ბლოგს ხელუხლებელს..რადგან აღარ არსებობს 2  sognatore , აღარ არსებობს ის სიყვარული... აღარაფერი...
 დამთავრდა ერთდღეში ყველაფერი... და აღაც მგონია როდესმე კიდევ დაიწყოს..
171 დღე ვიცხოვრე ტყუილშიი...
ტყუილად მოგენდე, ტყუილად მჯეროდა შენი... არადა როგორ მჯეროდა...
ის დაპირებები... სიტყვები ამდენი რამ...
დღეს კი ვხვდები რომ ყველაფერი იყო უბრალოდ შექმნილი სამყარო რომმლის დასრულებაც არ მოუნდომებიათ..
ჯერ ბავშვი ყოფილხარ... არადა მეგონა სხვებს არ გავდი.
იცი კარგია კიდეც რაღაც წილად ესსე რომ მოხდა , რადგან ამის მერე მეცოდინება , რომ არავისთვის არ უნდა დავთმო არაფერი..და თან სიყვარულში...
ამის მერე მეცოდინება, რომ არცერთი ბიჭი არ განსხვავდება ერთმანეთისგან...
მე მხოლოდ იმას გთხოვდი , რომ ადამიანი ყოფილიყავი, რომელსაც სიყვარული შეუძლია.
შენ შეიცვალე... და მე ვიცოდი რომ ეს მოხდებოდა...
გეუბნებოდი რომ მეშინოდა შენ კიდე ყოველთვის მეუბნებოდი
'' გულში მყავხარ , ნურაფრის ნუ გეშინია'' - ო ..
რამდენ რამეს ამბობდი... როგორ მმჯეროდა შენი...
როცა გაიზრდები და როცა  ''ნამდვილად''  შეგიყვარდება გოგო ეცადე , რომ გაუფრთხილდე ... ოღონდ ისე არა მე რომ გამიფრთხილდი ... მოჩვენებით...
პირველად რომ შენს გამო ვიტირე მაშინ მითხრეს
'' არცერთი ბიჭი არ არის შენი ცრემლების ღირსი და ვინც ამის ღისია ის არ დაგადენს'' - ო
 მე კიდე არ დავუჯერე... თუმცა მართალი ყოფილა ყველა...
ჯერ ისევ პატარა ხარ და სუსტი ... :)))
ეხლა შეიძლება გაღიზიანებდე ამ ნაწერით, ან შეიძლება არც არასდროს ნახო , მაგრამ არც ეგ მანაღვლებს მე ბლოგს ვხურავ ისტორიიით...
შენ კი როცა გაიზრდები და გაანალიზებ რა მხოდა მაშინ ამაზე გაიცინებ შენს თავზე გაგეცინება...
ყოველთვის გეტყობოდა რომ შენთვის გული '' კარგად '' არავის უტკენია და ბოლომდე ვეცადე ეს ადამიანი მე არ ვყოფილიყავი...
თუმცაა შენ ეს ჩემთვის არ გითხოვია..მაგრამ მე მაინც ვეცადე , იმიტომ რომ მე მიყვარდი...
შენ კი გთხოვე , რადგან ვიცოდი რაც მოხდებოდა მეგონა იმდენად ჭკვიანი აღმოჩნდებოდი გამიგებდი...
არც პატივი მეცი არც დამაფასე...
ვერც ის დაინახე რა გავაკეეთე, მაგრამ არც ეგ მიკვირს შენ წარმოიდგინე...
ბავშვი იყავი რომელმაც თავისი გაიტანა მე კიდე მზრუნველი ''დედიკო'' რომელმაც შვილისთვის ყველაფერი გააკეთა...
ზუსტად ვიცი ამას რომ წაიკითხავ რაასაც იფიქრებ..
ისიც ვიცი როდის როგორ ხარ...
მე საკამოდ კარგად გავიცანი ის ლუკა რომელიც მიყვარდა...
მე სულიერად გაგიცანი..და ვეცადე ჩემი თავიც გამეცნო..
როცა ვხვდებოდი რომ ჩემზე სუსტი შეიძლებოდა ყოფილიყავი ყველა ჩემი მინუსი დაგანახე რათა თავი ძლიერად გეგრძნო..
არ მინდოდა ვინმეს ეთქვა ნუკა ლუკას ათამაშებსო..
მე ბევრი რამე არ მინდოდა...
შენ რაც არ გინდოდა და რაც გინდოდა მე ყველაფერს ვაკეთებდი..
ჩვენშორის განსხვავება კი ისაა, რომ მე შენგან არაფერს ვითხოვდი სიყვარულის გარდა...
და მინდა შეგახსენო რომ სიყვარული მარტო სითბო და ჰაერზე ნასროლი სიტყვები არაა..
მე კიდე იმ ჩემი საქციელებით ვცდილობდი ეს დამენახებინა..
ვცდილობდდი და თან ბევრ რამეს ვთმობდი...
იცი კარგი გოგო როდის ვიქნებოდი?
როცა ყველაფერზე უარს ვიტყოდი...
როცა ჭკუა უფრო მეტად მოგემატება მაშინ მიხვდები ვინ ვიყავი მე და ვინ იყავი შენ...
დღეს კი ცხოვრებამ მე ყველაზე რთული როლლი მომცა, რომელსაც აუცილებლად შევასრულებ.
ცხოვრებას ჩვეულებრივარ განვაგრძობ და ძველ საყავრელ და თბილ ნუკას მოვსპობ...
მხოლოდ მაშინ აღვადგენ, როცა ბოლომდე ვიქნები ყველაფერში დარწმუნებული...
მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში ადამიანი რომელსაც მე ვეყვარები ისეთი როგორიც ვარ..
და იიქნება ჩემზე ძლიერი რათა დამიცვას... :)))
გახსოვს რომ ამბობდი მამამ ერთი რაღაც მასწავლაო... როცა პირობას ვდებ ყოველთვის უნდა შევასრულოოო..
გახსოვს ორი ოქტომბრიდან მოყოლებული რამდენი პირობა დადე...
აქიდან კი ერთიც არ შესრულებულა..
მე?? მეკიდე რასაც ვამბობდი ვაკეთებდი შეიძლება 100% ზუსტად არა,  რადგან შენგან განსხვავებით ვიცოდი რომ ამ ყველაფერს დასასრულისკენ მივყავდით...
რამდენი რამ დავთმე დაჯექი და ერთხელ დაფიქრდი...
და შეადარე ჩემი პირობები შენს პირობებს...
ოღონდ ახლა არ ქნა ეს რადგან ახლა ვერ გაიგებ..
ბავშვები ერთდღეში არ იზრდებიან...
მე მიყვარდა ლუკა, რომელიც იყო ბავშვური და ვფიქრობდი რომ ჩემთან ერთად გაიზრდებოდა, მაგრამ მე გავუსწარი და ის არ გამომყვა...
დარჩება ყველაფერი ლამაზ მოგონებად..
და არც ვეცდები რამენაირად ჩემი ცხოვრებიდან წაგშალო და ცუდად მოგექცე ნაგავი ან რაიმე გიწოდო...
მე ხომ ბავშვი არ ვარ :)))
ისეთი როგორიც შენ ხარ...
ეცადე მამაშენის სიტყვები ყოველთვის გაიხსენო და რა პირობასაც დადებ ყველაფერი შეასრულო..
და თუ ეგ არ შეიგიძლია მაშინ ნურავის ნუღად შეუქმნი ლამაზი ფერების სამყაროს ნურავის ნუღარ დააჯერებ რომ ცხოვრება მშვენიერია...
კიდევ რამოდენიმე რჩევას მოგცემდი...
სწორად აარჩიე მეგობრები რომ სწორად გირჩიონ ცხოვრებაში რა გინდა...
და კიდევ ეცადე გიყვარდეს გულწრფელად და ნურაფრის ნუ შეგეშინდება, ნურაფერს  ნუ იჩქარებ, რადგან ''ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო''.
მოვრჩი ყველაფერს...
მადლობა ბედნეირებისთვის და არა უბედურებისთვის.
მადლობა სითბოსთვის და არა სიყვარულისთვის..
მაინც არ გყვარებივარ..:)))

No comments:

Post a Comment