რამდენიხანია უკვე არ დამიწერია...
თუმცა შემოვდივარ და ველოდები რომ ჩემს მაგივრად შენ დაწერ..
მაგრამ ვწერ ისევ მე.. რამდენი ხანი გავიდა დაახლოებით ერთი თვე...და ამ ერთ თვეში რამდენი რამ მოხდა... როგორც კარგი ასევე ცუდი... :* მაგრამ შეიძლება ითქვას რომ ცუდი როგორც ყოველთვის ადვილად მავიწყდება..თუ რათქმაუნდა სასტიკად ცუდი არაა..
ბევრი რამ შეიცვალა ჩვენი ურთიერთობაც თავის ძველ კალაპოტს დაუბრუნდა...ახალი ბედნიერებებით...ყველაფერი კარგადაა თუ რათქმაუნდა ყოველდღიურად თანმდევ , განუყრელ მეგობარ პრობლემას თუ არ ჩავთვლით...რომელიც ხშირად მრავლდება ხოლმე და მეგობარი პრობლემები...დიდ დეპრესიას ქმნიან...
იცი დღემდე ვფიქრობ რომ ჩემი ცხოვრება დაუწერელი ზღაპარია.. :))) ზღაპარი რომელშიც არც უფლისწულები..არც დედოფლები...არც მონები ცხოვრობენ ..თუმცა ეგენიც არსებობენ..და ხან არ არსებობენ...
ზაფხული მინდა...ხატვის სეზონი...მზის სხივებთან ერთად რომ ვქმნი ხოლმე ნახატს ...
მზის მცხუნვარე სხივები ჩემს პატარა კუსკუსა ოთახს რომ ანათებს ხოლმე...
მუსიკები ...ცივი წყალი ფუნჯები და თეთრი ქაღალდი
რომელზეც ადრე გამოგონილს აღვწერდი..და ამ ზაფხულს იმდენი რამ მიგროვდება...იმდენი ახალი ფერი ჩნდება .. სად ვიშოვნი არც კი ვიცი...თუ არა ჩემს სულში...ჩემი სულიდან გადმოსატანად კი დრო...მხოლოდ თავისუფალი დრო მჭირდება რაც დღეს არ მაქვს...
ხვალ და ზეგ კიდევ ველი დროს, ხატვის დროის სეზონს ზაფხულში...
უი სულ დამავიწყდა მეთქვა შენთვს რომ მე ახალი თეთრი ყუთი მაქ.. და ყველაფერი იქ იყრის თავს... ^___^ ამ დღეებში კიდევ შეემატა რამოდენიმე ...
ის ყვავილები ძალიან მომეწონა...
ყვავილები მხოლოდ სცენაზე რომ ვმდგარვარ პატარაობაში მაშინ მოურთმევიათ...შენი ყვავილები კი სულ სხვანაირი იყო პირველი იმ პირველისავით ^__^
ძალიან ლამაზი...
ეხლაც დგას ერთი პატარა იების ''ქოთანუკა ''...და ერთი ''ვაზუკა '' და ხარობენ თუმცა ისეთი ლამაზები აღარ არიან როგორც პირველ დღეს იყვნენ ...
ჭკნებიან მე კიდევ ვერ ველევი >_< მაგრამ უკვე შევინახე რომ ვერ შეველიო ...

აი ეხლა უცბად წამიერად იცი რა მომინდა და რა მომენტრა ^__^ რომ მაბრზიალებ ხოლმეე აი აიიი ეგგგ ^_^
მე ეგ ყველაზე მეტად მიყვარს... ^_^
ბრზიალი...
დღეს კი მითხარი პატარა ბავშვივით ხარო... კი ეგრე მეც რო ვუფიქრდები ეგრეა...სხვანაირად ალბათ ვერც იქნება...
მე ხომ პატარაობის ლამაზი ნახატები მირეალურდება...და როგორც სიხარულით დავხატე და ჩავიფიქრე დღეს იმ ბავშვური სიხარულით მიხარიაა ^_^
როგორ მინდა რომ აქ იყო <3
მიყვარხაარ...
ეხლა ხასიათი ძალიან გამიფუჭდა...არ მოდიხარ ხვალ..არაო.... :| და დავიძინებ ესეთი ცუდი ხასიათით წავედი...სხვა გზა რც მაქ :|| :)))
მიყვარხააააააარ . . .
No comments:
Post a Comment