Friday, January 27, 2012

ხანდახან როცა ფიქრით ვიღლები ვწერ... ვწერ და არ ვიცი რას... ის რაც იმ მომენტში მომაწვება..ის რაც სიმართლეა...და ის რაც მნიშვნელოვანია...მიყვარს...ხატვა ჯღაპვნა.... (წერას ვგულისხმობ) და წელიწადში რამოდენიმეჯერ ხდება გამონაკლისები , როდესაც მე არ ვწერ არ ვყვები ყოველდღიურ ამბებს, მე უბრალოდ ვწერ შეჯამებას...გრძნობების, ფიქრების და მოგონების... არ ვიიცი რა გამომდის რას შეიძლება ვარქმევდე...მაგრამ ემ ამით ვიცლები.... და დღეს ნორმალურად ვაგრძელებ... 
და დავიცალე შემდეგი ორით... 


სიტყვების ზღვაში..

და როცა ვახელ თვალებს ნაზად..
მზის სხივი თვალებს როცა მიხატავს..
და როცა მზე შეიკრავს ღრუბლებს...
როცა წვიმის წვეთს შევახებ თითებს.
თითებით თითებს მოვეფერები..
თვალევით თვალებს შევეჯახები...
სიტყვით სამყაროს რომ შემოვხაზავ..
სიცოცხლე ოცნებას რომ დაგვიხატავსს...
გაჩნდება მთვარე და ვარსკვლავები..
თეთრი ფურცელი და ნახატები
ფერები, ფუნჯები, ფანქარი მთვარე
მთვარის ორი მდუმარე სახე..
მზერა ლამაზი, სიტყვა ლამაზი
შეხება მათი , სიტყვების ზღვაში..
მიყვარხარ...ვცხოვრობ შენით ცაში..



სიყვარულს ვგავარ... 




ფერები , ფუნჯები, ფანქრები , ხატვა


მე ისევ ლამაზ ოცნებას ვხატავ
სიტყვები , სიზმრები , მზერა ნაზად...
მე ისეც შენს მზერას სიტყვებით ვფანტავ...
გიყურებ , მიყურებ , თვალებით მხატავ...
თეთრი პალიტრა ოცნებას ქარგავს...
ოცნება ფერებს ლამაზად ფანტავს...
სიცოცხლე , სიკვდილი , ტკივილი , ტანჯვა...
არცერთი შენს თავს არაფრად არ ჰგავს...
სიკვდილსაც ფანტავ..
ტკივილსაც ფანტავ...
სიცოცხლეს ხელით ოცნებად ხატავვ...
მიყვარხარ, მჭირდები არ გკარგავ მარად...
შენს გვეერდით ისევ სიყვარულს ვგავარ... 





(sognatore | ნ.იოსელიანი)

1 comment: