პირველი წელი როცა ვიყავი...საოცრად ბედნიერი
არა მე ეხლაც ბედნიერი ვარ მაგრამ.... მაგრამ.
არ მეგონა თუ ოდესმე ამ დიდ ოცნებას, სიყვარულს , ყველაფერს...ჩემი მიზეზით ზიანს მივაყენებდი...
არ მეგონა და არ მჯეროდა, რადგან ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ეს არ მოხდებოდა...
თუმცა ყველაფერი ხდება ...
და თანაც ყველგან და ყოველთვის...
სწორედ დღეს, ჩემი ცუდად ყოფნის მიზეზიც ჩემივე დაუფიქრებლობაა....კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯი და გულისტკენა... ცრემლები...ტკივილი...მხოლოდ ჩემს გამო...მე ხომ ერთი, სულელი და ჯიუტი ადამიანი ვარ რომელიც ხშირად დაუფიქრებლად იქცევა..
გუშინ გატკინე გული ძალიან გატკინე ჩემი უშნო ხუმრობით...რომელსაც გამართლება არ აქვს...
და ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ის შიში რასაც შენი დაკარგვა ქვია...
რაც არ შემიძლია..
რაც ჩემს ძალებს აღემატება...
მოგიყვები იმას რასაც ამ ფოტოში გიყვებოდი , მაგრამ ცრემლები , ემოციები , გრძნობები ამის საშუალებას არ მაძლევდნენ...
გითხარი რომ სიზმარი ვნახე და იყო საშინელებაა...საშინელება... რომელიც არ მინდა, არ მინდა როდესმე მოხდეს...
გაგიკვირდება და მამაშენი მეჩხუბებოდა..და შენ ჩუმად იდექი...
სიმართლესაც მეუბნებოდა მაგრამ..თან ამბობდა იმას რაც არ იყო...
ვტიროდი , გაუთავებლად ვტიროდი...და ბოლოს გამოვიდა ისე რომ დავშორდით...
ძალიან ცუდად ვიყავი ძალიააანნ...
სიზმარში ყველა ადგილზე ვტიროდი, სადაც კი მე და შენ გაგვივლია...
საშინელი გრძნობა იყო... ყველაზე საშინელი და მტკივნეული...
მერე ნინო და სალომე მამშვიდებდნენ, ისე როგორც დღეს შენ...
ბოლოს სიზმარში გამეღვიძა და ნინოს და სალომეს ვეუბნებოდი, რომ ყველაზე კარგ ამბავს გეტყვით თქო..და ვუთხარი , მიხაროდა....
სიზმარი იყო ყველაფერითქო... და ნინომ მითხრა არა რეალობააო... ისევ ვტიროდი ბედნიერების ცრემლები ისევ ტკიბილის ცრემლებში გადაიზარდა...
ბოლოს გამომეღვიძა ვიყავი
ყველაზე ბედნიერი რომ ეს არ მოხდა...
მაგრამ ვიყავი ყველაზე უბედური, რადგან მეშინოდა , ისევ მეშინოდა, იმის რომ ეს არ მომხდარიყო...
დღეს კი ყველაზე მეტად შემეშინდა და იმიტომ ვიტირე ...
ყველაზე მეტად მეტკიდა და ყველაზე მეტად შემზიზღდა ჩემი თავი...
იმიტომ რომ სიზმრის გრძნობა რეალობაში იყო...
ვგრძობდი რომ შეიძლებოდა დამეკარგე...
რაც ყველაზე მეტად არ მინდა ამ ცხოვრებაში..
ავტირდი ... ავტირდი რაც არ შემიძლია ნებისმიერ დროს...
მხოლოდ მაშინ როცა რაღაც გულს ძალიან მტკენს...ძალიან...
და დღეს ორმაგად მტკიოდა, იმიტომ რომ შენც გატკინე გული.... ბოდიში კიდევ ერთხელ.... და უბრალოდ მიყვარხარ...

No comments:
Post a Comment